პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი მაშველები უკვე ჩაერთნენ თურქეთში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.
„როგორც ჩვენ ვიცით, ისინი უკვე აიდიამანის პროვინციაში არიან, სამაშველო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას, მათთან გვაქვს კონტაქტი და გადამღები ჯგუფები მიდიან, რათა ასახონ მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები.
როგორც პრეზიდენტმა, ერდოღანმა განაცხადა, მთელი ძალისხმევა არის მიმართული ამ რეგიონისკენ, ჟანდარმერია, ჯარი, პოლიცია, ყველა არის მიმართული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოვეხმაურეთ მოწოდებას და ჩამოვედით მყისიერად. 17 ქვეყნის სამაშველო ბრიგადა, ზოგი ჩამოვიდა, ზოგი დღეს და ხვალ იქნება თურქეთში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, 70-ზე მეტი ქვეყანა გამოეხმაურა და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ახლა არის ზამთარი, რთული პირობებია რეგიონში, მთაგორიანი რელიეფია და აუცილებელია მყისიერი ჩართვა. ჩვენი მაშველები უკვე ადგილზე არიან და დაწყებულია სამაშველო ოპერაცია. მთლიანად სტიქიის არეალი არის ორი საქართველოს ხელა ტერიტორია, სადაც მოხდა მიწისძვრა, აქედან გამომდინარე, გასაგებია, რა მასშტაბური სამუშაოებია გასატარებელი ამ რეგიონში“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის ეთერში გიორგი ჯანჯღავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, ქართველი მაშველები გაემგზავრნენ, ასევე, გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944