თურქული სერიალის ქართველი ვარსკვლავი თურქეთის ტრაგედიას ემოციური ფოტოებით ეხმიანება - რას წერს ნანუკა სტამბოლიშვილი

ნანუკა სტამბოლიშვილი

თურქული სერიალის ვარსკვლავი, ქართველი მოცეკვავე, მსახიობი და დიზაინერი ნანუკა სტამბოლიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ნანუკამ გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ მიემგზავრებიან ქართველი მაშველები თურქების დასახმარებლად.

„სულისშემძვრელი ტრაგედია... როცა თანაგრძნობის ყველა სიტყვა უფერული და უღონოა",-წერს ნანუკა.

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 4 940 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში მიწისძვრას მინიმუმ 3 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 20 000-ს აჭარბებს.