საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სტრატკომი

საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„ტელეკომპანია "პირველმა" 2022 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 11:30 საათზე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია ყაზახეთში მყოფი საქართველოს ოთხი მოქალაქის შესახებ, რომლებიც დახმარებას ითხოვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საელჩოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. 

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საქართველოს მოქალაქეებთან (მ.ჯ. , ყ.ლ., წ.შ. და ჯ.გ. ) საქართველოს საელჩოს, ისევე როგორც საქართველოს საპატიო კონსულს ალმათიში აქვს ყოველდღიური კავშირი და საჭიროების მიხედვით უწევს დახმარებას. აღნიშნული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან ქ. ალმატიდან მოშორებით, კერძო სახლში და არიან უსაფრთხოდ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი, ასევე, მუდმივ კავშირზეა საქართველოში მყოფ მათი ოჯახის წევრებთან“,- აღნიშნულია განცხადებაში.