რა ვითარებაში დაიღუპა წარმოშობით ქართველი ახალგაზრდა ყაზახეთში - „უცებ გაისმა სროლის ხმა და მას ორი ტყვია მოხვდა“ 

არეულობა

ყაზახეთში არეულობას ისრაელის მოქალაქე, 22 წლის ლევან კოგეაშვილი ემსხვერპლა. 

Times of Israel-ის ცნობით, კოგეაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ლევან კოგეაშვილი ცენტრალურ აზიაში რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის მშობლებს, რომლებიც ყაზახეთში იმყოფებიან. ცხედარს ისრაელში გადაასვენებენ.

„უცებ გაისმა სროლის ხმა და მას ორი ტყვია მოხვდა. საავადმყოფოში წაიყვანეს, მისი გადარჩენა სცადეს, სამწუხაროდ გარდაიცვალა. მასთან მყოფი კიდევ ორი ​​ადამიანი მსუბუქად დაიჭრა“, - ამბობს გარდაცვლილი ბიჭის ოჯახის მეგობარი  როსტისლავ ედელშტეინი.

კოგეაშვილი ალმათიში ცხოვრობდა, ის პარასკევს მოკლეს.