საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაზახეთიდან საქართველოში დღეს სამი მოქალაქე დაბრუნდება.
ქუთაისი-ნურ-სულთანის ავიარეისით ქვეყანაში შექმნილი დესტაბილიზაციის გამო საქართველოს მხარე თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გაგრძელდება - ამისთვის უწყება მოწოდებას ავრცელებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ყაზახეთში არსებულ საქართველოს საელჩოს, რომელიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
"ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.