საგარეჯოში, 20 იანვრის ტრაგიკულ ღამეს მორიგე სასწრაფოს ექიმები, დააჯილდოვეს

სასწრაფო

საგარეჯოს სასწრაფო - სამედიცინო დახმარების 10-კაციან შემადგენლობას, მადლობის სიგელები კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ხოლო ერთჯერადი ფულადი ჯილდო, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განმარტებით, მედიკოსებმა ჯილდო მაღალ დონეზე შესრულებული პროფესიული საქმისთვის დაიმსახურეს.

20 იანვრის ღამეს, დაჭრილების გადასარჩენად, სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობდა.

,,პრაიმტაიმი" წერდა სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმზე, მარინა იმნაძე- კუჭუაშვილზე, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილების გამოსაყვანად, ტყვიების პირისპირ გადაადგილდებოდა.

შეგახსენებთ, საგარეჯოში, 20 იანვარს, ყოფილმა სამხედრომ, ჯერჯერობით დაუდგენელი მოტივით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან დაჭრა ხუთი და მოკლა ხუთი ადამიანი, მათ შორის, შემთხვევის ადგილზე, გამოძახებაზე მისული საპატრულო ეკიპაჟის წევრიც.

სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოჩენის შემდეგ, სამხედრომ, თავი მოიკლა.