1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საგარეჯოში, 20 იანვარს დაჭრილი ახალგაზრდა თითქმის გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია „პრაიმ ტაიმს“, ჯეოჰოსპიტალსში დაუდასტურეს.
საგარეჯოს სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მამუკა ოთიაშვილის განმარტებით, პაციენტმა უკვე სიარული შეძლო.
„ძალიან მძიმედ იყო როგორც გახსოვთ. ახლა თითქმის გამოჯანმრთელდა, ფეხზეც გაიარა. ალბათ, მალე გაეწერება და ექიმები მეთვალყურეობას გაუწევენ. მცირე პრობლემა აქვს ფეხზე, მაგრამ პროგნოზი საიმედოა“,- განაცხადა ოთიაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი კიკნაძე, საგარეჯოში, 20 იანვრის ღამეს მომხდარი ტრაგედიის დროს დაიჭრა.
ახალგაზრდა მამაკაცის სისხლით დახმარებისათვის საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, საგარეჯოს სისხლის ბანკი, სადაც ასობით მოქალაქე, დაჭრილის გადასარჩენად, სისხლს აბარებდა.
ყოფილმა სამხედრომ საგარეჯოში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივნიდან, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ხუთი და დაჭრა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი, რომელიც ქალს გადაეფარა.