1728312638
საგარეჯოს ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა იკრიბება
საგარეჯოელები 20 იანვრის სისხლიან ღამეს მოკლულ ახალგაზრდებს პატივს მიაგებენ.
საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსის კურთხევით, ქალაქის ცენტრში გარდაცვლილების სულების მოსახსენებელი პარაკლისი და დაჭრილების გამოჯანმრთელებისათვის ლოცვა აღევლინება.
"ვაპირებ დავესწრო. საერთოდაც, ყველა უნდა დავესწროთ, ყვავილებით და სანთლებით. ეს იქნება ის მინიმუმი, რის გაკეთებაც ჩვენი ბიჭებისთვის შეგვიძლია. ლოცვას მამა თეიმურაზი აღავლენს და ღმერთს შევთხოვთ, რომ ასეთი ტრაგედიები აგვარიდოს. მხოლოდ საგარეჯო კი არა, საქართველო გლოვობს, სრულიად უდანაშაულო ადამიანებს", -ამბობს ერთ -ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
ამ დროისათვის, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალსში სამი დაჭრილი იმყოფება, ერთი თბილისშია გადაყვანილი, ერთი კი, უკვე სახლში გაწერეს.