რას ჰყვება თვითმხილველი უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა
1728367263
საგარეჯოში, ღამით დაჭრილი პირებისათვის, სისხლი სჭირდებათ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ახალგაზრდა კაცის ფოტო, რომელიც რეანიმაციაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის.
მის გადასარჩენად მეორე ჯგუფის დადებითი სისხლია საჭირო.
,,გიო, აუცილებლად უნდა გადარჩე მეგობარო!
გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთ-ერთია. მისი მდგომარეობა სამწუხაროდ რთულია...
„ამ წუთს რეანიმაციაშია. მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება და ვისაც ექნება სურვილი და საშუალება ექნება, გთხოვთ, რომ დაგვეხმაროთ“
სისხლის ჩაბარებას შეძლებთ სისხლის ნებისმიერ ბანკში
სასწრაფოდ თბილისში ვინც ხართ მე-2 დადებითი. მის: ავლიპ ზურაბაშვილის#1ტელეფონი: 577 22 14 13 ", - წერს მეგობარი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.