„თოვლი, ქარბუქი, შტორმული ღელვა“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1730720259
საგარეჯოში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ დაშავებულს, რომელიც "ევექსის" ჰოსპიტალში მკურნალობს, თვალზე ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ქირურგ-ოფთალმოლოგმა რევაზ ომიაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"პაციენტი ბინაზე, სავარაუდოდ, ხვალ გაეწერება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გამთენიისას შემოყვანილი იქნა პაციენტი თვალის კაკლის ნაფლეთი ჭრილობით- თვალში უცხო სხეულით. ჩატარდა პირველადი ოპერაცია, რის შედეგადაც აღდგა თვალის კაკლის მთლიანობა. რაც შეეხება მხედველობას, ამის შესახებ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, დაინახავს თუ არ დაინახავს, ასევე დასჭირდება თუ არა დამატებითი ოპერაცია. სხვა არანაირი ჩივილები არ ჰქონია პაციენტს, როგორც ვიცი, რაღაც ანასხლეტი მოხვდა თვალში," - აცხადებს რევაზ ომიაძე.
შეგახსენებთ, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.