სად შეიზღუდება ელექტროენერგია 8 იანვარს - იხილეთ ჩამონათვალი

შუქი

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ "თელასი" ავრცელებს.

იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის "ა" მიკრორაიონის, შეშელიძის, ხიზაბავრის, თეიმურაზ ბოჭორიშვილის, ვასაძის, ახმეტელის, ვეკუას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.