სად გამოიდარებს და სად შენარჩუნდება წვიმა - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

ამინდის პროგნოზი

10 ოქტომბერს ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე იქნება ფოთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +12 გრადუსია, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს.

ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +13, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +20 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი. აქაც იწვიმებს.

გუდაურში დღისით +11 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. იწვიმებს ომალოში, დღისით +10, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. აქაც იწვიმებს.

გურჯაანში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +22 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით აქ +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მცირე წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.