გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია საფრანგეთის ქალაქ ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება.
საფრანგეთმა მასპინძლობის უფლება საბავშვო ევროვიზია 2022-ზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა, რომელზეც ქვეყანა Lissandro-მ სიმღერით Oh Maman! წარადგინა.
2022 წლის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მესამე ადგილზე გავიდა.
საბავშვო ევროვიზია 2023-ის სლოგანი იქნება „გმირები“. კონკურსი კი Palais Nikaïa-ს დარბაზში გაიმართება.
საბავშვო ევროვიზია 2023-ზე მონაწილეობა ამ დროისთვის 11 ქვეყანას აქვს დადასტურებული.
11 ქვეყანას შორის საქართველოცაა. საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2023-ზე პროექტ „რანინას“ გამარჯვებული წარადგენს.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველო რეკორდსმენი ქვეყანაა გამარჯვებების მიხედვით. ჯამში საქართველომ კონკურსზე სამი გამარჯვება მოიპოვა.