საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1746819306
როდესაც „ომიკრონი“ მომძლავრდა, შევთავაზე ვერსია, რომ 2-3 კვირის განმავლობაში, სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადასულიყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.
„ოჯახების უმეტესობა, სადაც დღეს არის „ომიკრონი“, ბავშვებმა მოიტანეს, რადგან ისინი ერთმანეთს ძალიან მარტივად გადასდებენ ხოლმე. სკოლები აუცილებლად უნდა გადავიდეს ონლაინ რეჟიმზე - ესეც დაგვიანებულად ხდება. სკოლები არის ნომერ პირველი და არაჩვეულებრივი ნიადაგი იმის, რომ ვირუსი გავრცელდეს“, - განაცხადა ტაბიძემ.
მან ასევე კოვიდპასპორტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ეს საკითხი „სწორად არ იყო დაგეგმილი“.
„დაიხარჯა ძალიან ბევრი ფული თუნდაც აპლიკაციაში. ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და მივედით იქამდე, რომ საბოლოო ჯამში, ვისაც უნდა და ჩათვლის საჭიროდ, იმან მოსთხოვოს მოსახლეობას კოვიდპასპორტი - ასეთი განცხადება დღეს გაკეთდა კიდეც.
ასევე სერიოზული პრობლემაა ზეწოლა, რომელიც ჯანდაცვის სექტორზე დღეს მოდის - ვგულისხმობ, ინფიცირებულთა რაოდენობას. საავადმყოფოებში დღეს არის თავისუფალი საწოლები იმის ხარჯზე, რომ ყველანაირი პასუხისმგებლობა გადავიდა პირველად ჯანდაცვაზე, რაც დაახლოებით 2500 გადამზადებულ ექიმს გულისხმობს და 100-მდე ონლაინ კლინიკაა. ვხედავთ, რომ მართვაში ცოტა არ იყოს მოვიკოჭლებთ, თუნდაც ის, რომ სატელეფონო ზარები და პასუხი გვიანდება“, - განაცხადა დევი ტაბიძემ „პალიტრანიუსის გადაცემაში.