რუსთველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა

aqcia

რუსთველის გამზირზე, ამ დროისთვის, სიმშვიდეა. რამდენიმე საათია ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები იმყოფებიან.

პროტესტანტების ნაწილი ამბობს, რომ უნდა გადაინაცვლონ ორბელიანის მოედანზე, მცირე ნაწილის თქმით კი, ადგილზე უნდა დარჩნენ და პროტესტი გაგრძელდეს მშვიდობიან ფორმაში.

აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ექიმის რეკომენდაციის გამო, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, ბურჭულაძეს გულის პრობლემები შეექმნა.

მიმდინარე პროცესების შესახებ ნადიმ ხმალაძემ ისაუბრა. მისი თქმით, აქციის გეგმა ცალხაზოვანი არ არის. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ პროტესტი, რომელიც დღეს დაიწყო, უნდა გაგრძელდეს მშვიდობიან ფორმებში, რადგან მათ მიერ გაცხადებული პოლიტიკური მიზნები იქნას მიღწეული.

"გეგმა არის ერთი, ხალხის ბრძოლა, ხალხის აქ ყოფნა, მშვიდობიანად დგომა. არ ვიცი, [პაატა ბურჭულაძეს] აუწია წნევამ და ექიმმა სთხოვა, რომ წაეყვანათ, სად მიჰყავთ არ ვიცი", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.