მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ უწყებებს, კარგად შეისწავლონ პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის „იავნანა“-ს საქმიანობა - ამ ფინანსური თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მან პირადი კეთილდღეობისთვის მოიხმარა - გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

მინდა მოვუწოდო სამართალდამცავ უწყებებს, კარგად შეისწავლონ პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებული ფონდის „იავნანა“-ს საქმიანობა, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE".

„ათასობით ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე ქველმოქმედების მიზნით ამ ფონდის ანგარიშებზე თანხები ჩარიცხეს აბსოლუტურად კანონსაწინააღმდეგოდ და დარღვევით დაიხარჯა. ყველამ ძალიან კარგად იცის როგორ დაიხარჯა. ამ ფინანსური თანხების აბსოლუტური უმრავლესობა მან მოიხმარა პირადი კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.