ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერის, მილიარდერ ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა

ბაბიში

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში მილიარდერმა და ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშის პარტიამ გაიმარჯვა. ხმათა 99%-ის დამუშავების შედეგად, მის პარტიას ANO („უკმაყოფილო მოქალაქეთა აქცია“) მხარი ამომრჩეველთა 34,69%-მა დაუჭირა მხარი.

შესაბამისად, ბაბიშმა აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ამიტომ კოალიციის შეკვრა მოუწევს. როგორც თავად ბაბიშმა განაცხადა, ის ამ საკითხზე მოლაპარაკებებს საკანონმდებლო ორგანოში შესულ პარტიებთან „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია“ და „ავტომობილისტები თავისთვის“ დაიწყებს.