პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქალი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა, ტრაგიკულ შემთხვევას იხსენებს.
მეგი ბანცაძის თქმით, მას მოზარდები უმძიმეს მდგომარეობაში დახვდა.
„მე რომ მივედი უკვე ორივე - გოგონა და ბიჭი ამოყვანილები იყვნენ წყლიდან. საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა, იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს და გავუწიე პირველადი დახმარება. გოგონა ჩემგან ცოტა შორს იყო, გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად კიდევ იყო ერთი მამაკაცი, რომელიც მეხმარებოდა," - აცხადებს მეგი ბანცაძე.
ცნობისთვის, გუშინ ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ტრაგედიას 13 წლის მარიტა მეფარიშვილი ემსხვერპლა.
ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს, მეორე კი საავადმყოფოში რჩება.