„როცა მივხვდი, რომ ცალ ყურში სმენა საერთოდ აღარ მქონდა, შემეშინდა. ეს დიაგნოზი მილიონში ერთ ადამიანს აქვს“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსის“ პატრიკი

paata

დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში რეალითი ბრუნდება. "პრაიმჰაუსი" სამი თვის მანძილზე თქვენი საუკეთესო რელაქსი იქნება. 

ამჯერად 14 მონაწილიდან, ერთ-ერთზე მოგაწვდით მცირე ინფორმაციას. 

გორში დაბადებულმა პაატა ჭონიაშვილმა, პატრიკი 18 წლის ასაკში დაირქვა.

ჰყავს პირადი მკითხავი სილვა, რომელსაც სამ თვეში ერთხელ სტუმრობს და ყავაზე ამკითხავებს. 

უყვარს მძაფრი შეგრძნებები, საშინელებათა ფილმები, თუმცა ყურებისას ეშინია. 

არ უყვარს ალკოჰოლი, უყვარს - ზღვის პროდუქტები. 

კრიტიკაზე არ რეაგირებს, სტრესებს ძლიერად ხვდება, ამსუბუქებს. 

რეალითს უყურებს, როგორც სამსახურს. ამბობს, რომ იქ სადავეების ხელში აღება აქვს გადაწყვეტილი. სწუხს, რომ "პრაიმჰაუსში" უცხო ადამიანებთან ერთად ცხოვრება აურას დაუბინძურებს. 

არავინ ჰყვარებია. ჰყავს ბევრი გოგო მეგობარი. 

ორი წლის წინ მონაწილეობდა "მასტერშეფში". 

19 წლისას აღმოაჩნდა ყურის სიმსივნე. როგორც უთხრეს, ეს დიაგნოზი მილიონში ერთ ადამიანს აქვს. პერიოდულად იტარებს კვლევებს. 

"ცუდად მესმის… ტკივილი არ მქონია, ერთადერთი ყოველ დილით მქონდა გამონადენი ყურიდან. სადღაც ორი-სამი კვირა არ ვთქვი არავისთან, მეგონა რომ თავისით გაქრებოდა. როცა მივხვდი, რომ ცალ ყურში სმენა საერთოდ აღარ მქონდა მერე შემეშინდა. მივედი ექიმთან და... ყურის შიგნით, ღრუში მქონდა სიმსივნური წანაზარდი. დამიზიანდა ყური… ერთ ყურში საერთოდ არ მესმოდა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ რეალურად სიცოცხლის საკითხი იდგა, ან გადავრჩებოდი, ან - ვერა. ოპერაცია გამიკეთეს იმიტომ, რომ არ მოვმკვდარიყავი. ყურში მესმის მხოლოდ 30%-ით, თუმცა მაინც მიჭირს გაგება. ახლოს უნდა მოხვიდე" - ამბობს ინტერვიუებში პატრიკი.