„რომ შელღვება წაისვი გამელოტებულ თავზე... არ გაცივდე... “ - გიორგი კეკელიძე დედის მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს

გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე დედის მიერ გაგზავნილ წერილს აქვეყნებს 

„დედის დღეა. რამდენიმე კვირის წინ რაღაც შეხვეული ფუთა გამომიგზავნა. ჰოდა, სანამ ფუთას გავხსნით, ამბავს შესავალი სჭირდება. უკვე სრულიად ბანალურ და უიმედოდ აუცილებელ კითხვებს ხან წინ უსწრებს და ხანაც მოსდევს - ,,თმები გჭირდება". მე, ამხელა ნარცისი კაცი, აბა, როგორ ვიგუებ ამ მოწოდებას და ვეუბნები, ასეც ძალიან მიხდება მეთქი. მასე ვის უხდებაო, რომ მეუბნება, ურბანული ფოლკლორიდან ვიცი საზეპირო და იმას ვაგებებ: ჯეისონ სტეითემს მეთქი. ეგ ჯეისონ სტეითემი და მისი ფილმები დიდად მეც არ მომეხსენება, მაგრამ რადგან სხვაგან ჭრის, ბარემ აქაც იყოს, თუმცა - ამაოდ. აბა, კეპი რატომ გახურავსო? კეპი, მეთქი იმიჯია, ბიუროკრატის სტერეოტიპს ვამსხვრევ! ამოყვანა რომ მინდოდეს, გადავინერგავდი! და კიდევ მაქვს მომზადებული რამდენიმე მკვლელი ფრაზა - ეგეც ამაოდ.

და, აი, ფუთაში, ყინულებში შეფუთული რაღაც წამალი დევს. და წამალს ახლავს ეს ინსტრუქცია. გაეცანით“