როგორია ვაზისუბანში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა

კლინიკა

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დეპარტამენტის ექიმმა, ეკატერინე მიქელაძემ განაცხადა.

„ინგოროყვას გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში 22:00 საათზე შემოვიდა ახალგაზრდა ქალი, 27 წლის, რომელსაც სხეულის მიდამოზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომის შემავალი სისხლმდენი ჭრილობები. ჭრილობები ბლაგვი საგნით არის მიყენებული. შემოსვლისას ჩატარდა გადაუდებელი ღონისძიებები. ამ ეტაპისვის გოგონას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური. გრძელდება დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები, დაკვირვება. ის რჩება გადაუდებელი მდგომარეობების დეპარტამენტში“, – განაცხადა ეკატერინე მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალი მეზობელმა, შუახნის მამაკაცმა დაჭრა.