როგორია 2 წლის ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც თაგვის წამალი შეჭამა და რას ჰყვება ახლობელი მომხდარზე

კლინიკა

ბავშვის მდგომარეობა, რომელმაც თაგვის წამალი შეჭამა, დამაკმაყოფილებელია. შემთხვევა წუხელ, ხონში მოხდა „პრაიმტაიმი“ ოჯახის ახლობელს ესაუბრა და დამატებით რამდენიმე დეტალი შეიტყო.

„ბავშვი ახლა კარგადაა. ხონში, ადგილზე პირველადი დახმარება ჩაუტარდა. შემდეგ ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა, საბოლოოდ, თბილისში წაიყვანეს. ყველანაირი დახმარება გაუწიეს და ახლა თავს კარგად გრძნობს. 

ოჯახს, სახლში მღრღნელები გაუჩნდათ, დივნის ქვეშ თაგვის წამალი დადეს, სადაც ბავშვი შეძვრა. ამ დროს, დედა მეორე შვილს აჭმევდა. უცებ, შეამჩნია, რომ გოგონას წამლის ტაბლეტი პირში ჰქონდა და მაშინვე მიმართეს კლინიკას,“ - თქვა ოჯახის ახლობელმა.