როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში

ცვალებადი ამინდი

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მომავალი ერთი კვირის განმავლობაში  - ამის შესახებ სინოპტიკოსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს.

„კვირის დასაწყისში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დაბლობში -5 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა,  შემდეგ კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, ღამით -1, -4; -1,+4-ის ფარგლებში იქნება. დღის ტემპერატურა მნიშვნელოვნად კვირის ბოლოსკენ მოიმატებს, დაბლობ რაიონებში +15,16 გრადუსამდე, მთიან რაიონებში +10,12 გრადუსი და მაღალმტიან რაიონებში +8-10 გრადუსი.

მთიან-მაღალმთიან რაიონებში იქნება თოვლი, კახეთის ზოგიერთ რაიონში ნალექი იქნება თოვლის სახით, ზოგან უნალექო.

შიდა ქართლში (გორი, ხაშური, აგარის ტერიტორია) იქნება თოვლი და დაბალი ტემპერატურა -3, -4 გრადუსი. დღისით +5 გრადუსი.

რაც შეეხება გუდაურსა და ბაკურიანს, ხვალ დილამდე თოვაა. ტემპერატურა საკმაოდ დაბალი იქნება, -13,14 გრადუსამდე, მომდევნო კვირის ბოლოს იქაც მოიმატებს ტემპერატურა“, - ამბობს სინოპტიკოსი.