როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

29 სექტემბერს ქუთაისში +29 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც მზიანი დღეა ნავარაუდევი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსს პროგნოზირებენ. ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +24 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც ნალექიანი დღეა ნავარაუდები.

მესტიაშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი დღეა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი. ახალციხეშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსამდე დაიწევს.

მზიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +28, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +22 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში დღისით +19 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია მზიანი დღე, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. იქნება უნალექო დღე. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, დღისით +19, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. დღე მზიანი იქნება.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.