როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

 6 ივლისს ქუთაისში წვიმის ალბათობა დიდი იქნება, დღისით +30 და ღამით +19გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც ნალექიანი დღეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.

ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +20 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავშიც. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

იწვიმებს გურჯაანშიც, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში იწვიმებს. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმის ალბათობა დიდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.