როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

 8 აპრილს ქუთაისში წვიმასთან ერთად ელჭექია ნავარაუდევი, დღისით +17 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ფოთში. ასევე იქნება ქარი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდში მცირე ქართან ერთად, სადაც დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.ნავარაუდევია მცირე ქარიც.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ასევე ძლიერი წვიმა ელჭექით.

ბორჯომშიც იწვიმებს, +14 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +18 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. გორში ძლიერი ქარია ნავარაუდევი. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +7, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმას და ქარს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. ასევე იქნება ძლიერი ქარი. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 11 გრადუსი დაფიქსირდება. იქნება ასევე მცირე ქარიც.

რუსთავშიც წვიმასთან ერთად იქნება ქარი. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ქარი და წვიმა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.