როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

„უახლოეს დღეებში საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უნალექო ამინდი იქნება, თუმცა სიცხის ფონზე საღამოსა და ღამის საათებში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
  გამონაკლისად იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი დღეები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც დასვენებას, ისე ტურისტულ აქტივობებს.
მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს",- წერს ფარტენაძე.