როგორი ამინდი იქნება დღეს, საღამოს საათებში თბილისში

ნაკრები

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, დოდო გვაზავა „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ დედაქალაქში, დღის მეორე ნახევარში, უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 

არამდგრადი ამინდი (წვიმა) 19:00-20:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო საღამოს 21:00 საათის შემდეგ შედარებით კარგი ამინდია მოსალოდნელი. დღეს ტემპერატურა არ მოიმატებს, შესაბამისად, როგორც გუშინ, გრილი ამინდი იქნება“,- განაცხადა დოდო გვაზავამ.

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, მეტეოროლოგის პროგნოზით, არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.

ცნობისთვის, 21:30 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით  თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას დაიწყებს.