1735232728
როგორ ვითამაშოთ „საიდუმლო სანტა“ ისე, რომ საჩუქრების გაცვლის დღეს კმაყოფილები დავრჩეთ - წესები
საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების ჩუქება ახალი წლის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. ბოლო რამდენიმე წელია, საჩუქრების გაცვლის პოპულარულ გზად „საიდუმლო სანტას“ თამაში იქცა. ამ თამაშს დიდი სიხარულით ვთამაშობთ ოჯახში, მეგობრების წრესა თუ სამსახურში და „საიდუმლო სანტად“ ქცევა ჩვენი ახალი წლის განუყოფელი ნაწილი გახდა. მათთვის, ვისაც ამ დრომდე არ უთამაშია და სურვილი აქვს, წელს ითამაშოს - ჩამოვწერეთ თამაშის ზუსტი წესები, რომელიც საქმეს გაცილებით გაგიმარტივებთ:
- ფურცელზე დაწერეთ მონაწილეების სახელები. თუ ჯგუფი უფრო დიდია და ხალხი კარგად არ იცნობს ერთმანეთს, კარგი იქნება, დაწერონ თავიანთი სახელები და დაურთონ რაიმე განმასხვავებელი თვისება/ინტერესები.
- ამოჭერით და ჩაყარეთ სახელები სანტას ქუდში. ამოჭერით თითოეული სახელი, შემდეგ გადაკეცეთ შუაზე ერთხელ ან ორჯერ, რათა ხალხმა არ წაიკითხოს გახსნის გარეშე. შემდეგ მოათავსეთ ყველა დაკეცილი სახელი ქუდში და აურიეთ ფურცლები.
- დააწესეთ საჩუქრის ბიუჯეტის ლიმიტი. ფასის ლიმიტი უნდა დაასახელოთ იმისთვის, რომ არ შეიქმნას უხერხულობა, სხვადასხვა ფასიანი საჩუქრების გამო. აირჩიეთ ფასის ლიმიტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
- მოინიშნეთ საჩუქრის გაცემის თარიღი. ყველამ უნდა იყიდოს საჩუქარი იმ ადამიანისთვის, რომელიც ამოუვა. შემდეგ კი უნდა გასცეს კონკრეტულ დროს, როცა უკვე ყველა გაცვლით საუქრებს და გამოავლენთ ადრესატს. გადაამოწმეთ ჯგუფის წევრებთან, შეარჩიეთ თარიღი, დრო და ადაგილი რამდენიმე დღით ადრე, სადაც ყველას შეეძლება საჩუქრების გასაცვლელად შეხვედრა.
- საჩუქრების გაცვლა. როდესაც ჯგუფში ყველამ შეიძინა საჩუქარი და შეხვდა ერთმანეთს, შეგიძლიათ დაიწყოთ საჩუქრების გაცვლა. დააწყვეთ ისინი ნაძვის ხის ქვეშ (თუ არ გაქვთ, რაიმე ადგილი გამოყავით), დაელოდეთ, სანამ ყველა არ მოვა. აირჩიეთ განმცხადებელი. ერთი ადამიანი, ვინც სათითაოდ აიღებს საჩუქრებს და ამოიკითხავს მასზე დაწერილ ადრესატის სახელს.
„საიდუმლო სანტას“ თამაშის მთავარი წესი და ამასთან მომხიბვლელობა ანონიმურობაში მდგომარეობს. ჩვენ ყველანი ვცდილობთ ჩვენი საჩუქარი ადრესატისთვის სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელი გახდეს. თამაშს სასიამოვნოს ის შეგრძნებაც ხდის, რომ მეორე ადამიანი შენზე ფიქრობს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად გასიამოვნოს.
ახლა უკვე იცით „საიდუმლო სანტას“ პრინციპი, ჯერი თქვენზეა - სწორად შეასრულეთ ზემოთ აღნიშნული ყველა წესი, რომ საჩუქრების გაცვლის დღეს კმაყოფილი დარჩეთ.