მისწერეთ წერილი სანტას და მიიღეთ ფასდაკლება – ნახეთ, რომელი ავიაკომპანია სთავაზობს მგზავრებს სიურპრიზს

სამართავი პანელი

„მისწერე წერილი სანტა-კლაუსს და მიიღე ავიაბილეთებზე 50%-მდე ფასდაკლება“ – უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ერთგული მომხმარებლებისთვის საახალწლო აქციას იწყებს.

აქციის პირობების მიხედვით, წერილის მიწერა სანტა-კლაუსისთვის ავიაკომპანიის ვებგვერდიდან ხდება. დაინტერესებულ პირებს, სანტასთვის წერილის მიწერის შესაძლებლობა 31 დეკემბრის ჩათვლით აქვთ, 1 იანვარს კი სანტასგან წერილს, ანუ SkyUp Airlines-ის ბილეთზე ფასდაკლებას ( კოდს) მიიღებენ. ფასდაკლება 10-დან 50 პროცენტამდეა.

როგორც ავიაკომპანიის გვერდზეა განმარტებული, მოქალაქეებს შეუძლიათ მიუთითონ გამგზავრებისა და ჩასვლის თარიღი, ასევე ქალაქი და მგზავრების რაოდენობა ( 9 ადამიანამდე). ფასდაკლება იმუშავებს 2022 წლის 22 აპრილამდე.

მისწერეთ წერილი სანტას ამ ბმულზე.