„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
ერთი რამ, რაც კაცობრიობას ოდითგანვე აერთიანებს, სიკვდილის გარდაუვალი პერსპექტივაა.
ბევრს, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, უფრო მეტად აშინებს, ვიდრე საკუთარი სიკვდილი და გარკვეულწილად ეს გასაგებიცაა.
ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება, რომ სამყაროში საკუთარი კვალი დატოვონ, და მსოფლიო დაარწმუნონ, რომ მათ არსებობა რაღაცას ნიშნავდა.
თუმცა დროის ცვლილებასთან ერთად ყველაფერი იცვლება, მათ შორის სიკვდილიც. როგორი იქნება სიკვდილი მომავალში?!
მეტი ადამიანი დაიღუპება სიცხის გამო:
2021 წელს National Geographic-მა გამოაქვეყნა რამდენიმე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ექვს კონტინენტზე და 732 ლოკაციაზე, სიკვდილიანობის 37%-ი კლიმატის ცვლილებებით იყო გამოწვეული.
სიცხე არის საშინელი მკვლელი და სიცხის ტალღები უკვე ითვლება სასიკვდილო სტიქიად. მაღალი ტემპერატურა მოქმედებს გულზე, აზიანებს უჯრედებს, რომელიც იწვევს ტვინის ფუნქციების დაკარგვას, აზიანებს თირკმელს და ადამიანი მიჰყავს ფატალურ მდგომარეობამდე.
მეცნიერების ვარაუდით, უახლოეს ათწლეულში სიკვდილის გამომწვევი სწორედ კლიმატის ცვლილებები გახდება.
აპლიკაცია სიკვდილისთვის:
არსებობს აპლიკაცია Everest-ი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს საკუთარი დაკრძალვა.
ასევე არსებობს აპლიკაციები, SafeBeyond-ი, რომელიც უფრო მრავალფეროვანია, აქ შეუძლია ადამიანს დაგეგმოს საკუთარი დაკრძალვა, მოამზადოს ანდერძი, აპლიკაცია ხალხს აძლევს შესაძლებლობას, რომ საკუთარი მემორიალიც კი შექმნას.
სიკვდილის ტექნოლოგია, როგორც მას უწოდებენ, განიხილება მზარდ სფეროდ - ამ აპლიკაციებს მართავენ ადამიანები, რომლებსაც სურთ გაიგონ, როგორი იქნება მათი გარდაუვალი დასასრული.
შესაძლებელი გახდება თავად აირჩიო, განაგრძობ თუ დაასრულებ სიცოცხლეს.
უნდა ჰქონდეთ თუ არა ადამიანებს უფლება აირჩიონ სიკვდილი? ეს არის რთული საკითხი, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კამათს. The Guardian-ის ცნობით, უფრო და უფრო მეტი ადამიანი თვლის, რომ ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.
ნიდერლანდები, შვეიცარია და ბელგია პირველები იყვნენ ქვეყნებს შორის, რომლებმაც პაციენტებს მისცეს უფლება თავად გადაწყვიტონ სურთ თუ არა დაასრულონ თავიანთი სიცოცხლე. ამ ქვეყნებს შეუერთდა ამერიკის ზოგიერთი შტატი.
ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ევთანაზიის მომხრე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება. შესაბამისად შესაძლოა მომავალში პაციენტმა თავად გადაწყვიტოს დაასრულებს თუ არა სიცოცხლეს.
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მატულობს:
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ცნობით, იზრდება ადამიანების რიცხვი, რომლებიც 100 წლის გახდნენ. 1990 წელს სულ რაღაც 95000-მა ადამიანმა შეძლო მიეღწია ამ ასაკისთვის. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი დაახლოებით 3,7 მილიონამდე გაიზრდება.
ვაშინგტონის უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა 130-ს მიაღწევს.
მკვლევარი, ობრი დე გრეი, ვარაუდობს, რომ როგორც კი უჯრედის დაშლის პრობლემას გადაჭრიან და შეაჩერებენ მას, ასაკთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები და სიკვდილი წარსულს ჩაჰბარდება. მაგრამ, ვიდრე ვინმე უკვდავების დაგეგმვას დაიწყებს, ბრაიტონის უნივერსიტეტის ბიოგერეონტოლოგიის პროფესორი, რიჩარდ ფარაგერი ფიქრობს, რომ ადამიანს მაქსიმუმ 150 წლამდე შეუძლია იცოცხლოს. ასე,რომ ნაკლებად სავარაუდოა სიკვდილის თავიდან აცილება შევძლოთ.
როგორ დაგვკრძალავენ?!
NBC News- ის ცნობით, ყოველწლიურად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა გარკვეულწილად კლიმატის ცვლილებებზე ახდენს გავლენას.
წიგნის „გამწვანება სიკვდილი: დაკრძალვის პრაქტიკის აღდგენა და დედამიწასთან ჩვენი კავშირი“-ის ავტორი, სიუზან კელი ფიქრობს, რომ 2030 წლისთვის სიკვდილის დაახლოებით 70%-ი კრემაციით დასრულდება, რომელიც ეკოლოგიურად მეტად სუფთაა.
ასევე განიხილება სხვა ვარიანტებიც, მაგალითდა: Urban Death Project მუშაობს ადგილზე, სადაც ადამიანის სხეულს მიეცემა საშუალება ბუნებრივად დაიშალოს სასუქად. კომპანია Coeio მუშაობს სოკოებით დატვირთულ სამარხებზე, რომლებიც ასევე ხელს უწყობს სხეულის დაშლას.
ზოგიერთს სჯერა, რომ შევძლებთ სიკვდილის მოტყუებას
Google-ის საინჟინრო განყოფილების ხელმძღვანელს, რეი კურცვეილს სჯერა, რომ ადამიანის სხეულები თითქმის ისევე მუშაობს, როგორც მანქანა, შესაბამისად როგორც კი გვეცოდინება, თუ რა აიძულებს ამ მანქანას მუშაობას, შეძლებენ მათ დაპროგრამებას ისე, რომ არ გატყდნენ. ის ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მეცნიერულ გაფართოებას ადარებს სხვა სახის ტექნოლოგიების პროგრესს და ამბობს, რომ რაღაც მომენტში კაცობრიობა მიაღწევს სინგულარობას. ის ამბობს, რომ ეს არის წერტილი, სადაც ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ ჩვენი ფიზიკური ფორმა და მივცეთ მას განუსაზღვრელი არსებობის უფლება.
ABC News-ის ცნობით, კურცველი მუშაობს გარდაცვლილი მამის ავატარის შექმნაზე, რომელიც დამოუკიდებლად შეძლებს გააგრძელოს ცხოვრება. ის მის დაპროგრამებას მამის წერილების, ფოტოების და დოკუმენტების საშუალებით ცდილობს.
გარდაცვლილი მაინც შეძლებს თქვენთან საუბარს:
The Guardian ავრცელებდა ინფორმაციას დამწყები კომპანიის Eternime-ის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს აძლევდა საშუალებას შეენახათ მონაცემები საკუთარი თავის შესახებ, რათა ეს მონაცემები ჩატბოტისთვის მიეწოდებინათ. ბოტი თეორიულად შეძლებდა, მიებაძა აღნიშნული პიროვნებისთვის, იმდენად კარგად, რომ ახლობლებს ექნებოდათ შესაძლებლობა ესაუბრათ მასთან გარდაცვალების შემდეგ, ისე თითქოს ის კვლავ არსებობს.