1733083542
როგორ მივიღოთ სამომხმარებლო და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში?
გაუთვალისწინებელმა დანახარჯებმა შეიძლენა თავი იჩინოს ნებისმიერ მომენტში. თუმცა, ყველაზე უსიამოვნო ნაწილი ისაა, რომ საჭირო ფულის მოგროვება უმეტესად დიდ პრობლემას წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ მოკლე დროში არც ისე მარტივია დამატებითი ფინანსების მოძიება.
როგორ მოვიძიოთ გაუთვალისწინებელი ფინანსები?
დღევანდელ დღეს დამატებითი ფინანსების მოძიება არა ერთი სხვადასხვა გზით შეგვიძლია, მათ შორისაა 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გზა - სესხი. Სესხები ერთმანეთისგან პირობებით და მიზობრიობით გაიცემა.
რა არის და როგორ მივიღოთ სესხი?
ამ სტატიაში მოგიყვებით ლიბერთი ბანკის სესხების შესახებ და გაგაცნობთ რამდენიმე განსხვავებულ სესხის ტიპს. ასევე, რა დროს, რა პირობით და მიზნით შეძლებთ მათ აღებას. თუმცა, მანამდე, მარტივად განვმარტავთ - რა არის სესხი?
სესხი ესაა ერთგვარი ვალი, რომელსაც მსესხებლისგან ჩვენთვის სასურველი მიზნის განსახორციელებლად ვიღებთ. მისაღებად კი უნდა ვაკმაყოფილებდეთ გაცემის წინაპირობებს. სესხის აღების შემდეგ მსესხებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები და წესდება პირობები გვიჩნდება, ესენია:
●სესხის ვადა
● გადახდის გრაფიკი
● ყოველთვიურად გადასახდელი თანხის რაოდენობა და სხვ.
ლიბერთი ბანკის სესხის ტიპებია:
●ბიზნეს სესხები
●სამომხმარებლო სესხი
●მიკრო სესხი
● იპოთეკური სესხი
● სამეწარმეო სესხი
● ავტო სესხი და სხვ.
აქვე განვიხილოთ ორი ტიპის სესხი, მათი პირობები და დანიშნულება. ეს სესხებია: სამომხმარებლო სესხი და ბიზნეს სესხები.
ბიზნეს სესხები
ბიზნეს სესხები იდეალური საშუალებაა მათთვის, ვინც საკუთარი ბიზნესის დასაფინანსებლად ფინანსურ წყაროს ეძებს. ასევე, სესხის ეს ტიპი გამოიყენება ბიზნესის გასაფართოვებლად ან ფინანსური ვალდებულებების დასაფარად. ბიზნეს სესხები 2 ძირითად კატეგორიად კლასიფიცირდება
● უზრუნველყოფილი
● არაუზრუნველყოფილი
განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ არაუზრუნველყოფილ სესხს არ სჭირდება ისეთი ქონებით უზრუნველყოფა, როგორებიცაა:
●მანქანა-დანადგარები
●კომერციული ფართი
● მიწა
●უძრავი ქონება და სხვ.
სამომხმარებლო სესხი
რაც შეეხება ლიბერთი ბანკის სამომხმარებლოს სესხს, ის გაიცემა როგორც პირადი მიზნებისთვის საჭირო ფინანსური წყარი და მომხმარებლებს 50,000 ლარამდე მოცულობის თანხას 5%-იანი ფიქსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს.
სესხის დამტკიცება შესაძლებელია ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, ლიბერთი ბანკის აპლიკაცის გამოყენებით.
სამომხმარებლოს სესხის უპირატოსებები:
●სესხის მიღების სიმარტივე
● სხვადასხვა მიზნობრიობით გამოყენება
●მომხმარებლებზე მორგებული პირობები
რა ტიპის შემოსავალი დაგჭირდებათ სესხის ასაღებად ?
●ხელფასი
●დივიდენდი
●გრანტი
●გზავნილი
●რეპეტიტორი
● სერვისი
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ლიბერთი ბანკის ცხელ ხაზზე ან მიმართეთ ბანკის ფილიალს. ცხელი ხაზის ნომერია: +995 32 2 55 55 00