რუსეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა

რუსეთში, იაპონიის საზღვრის სიახლოვეს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა წყნარ ოკეანეში, იაპონიის ჩრდილოეთით, იუჟნო-სახალინსკიდან 643 კილომეტრის დაშორებით. შემთხვევა დაფიქსირდა დღეს, 16:47 საათზე.

ამ დროისთვის ინფორმაცია მსხვერპლისა და ზიანის შესახებ არ გავრცელებულა. 

რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში მსგავსი მიწისძვრები ხშირია, რადგან ეს ზონა ტექტონიკურ ფირფიტებზე მდებარეობს და სეისმურად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს.