„როგორ გადავურჩი კიბოს წინარე მდგომარეობას“ - ემილი გოგუა საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს

ემილი გოგუა

ქორწილების ცნობილი წამყვანი ემილი გოგუა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე საუბრობს და ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მან დროული დიაგნოსტიკის წყალობით სერიოზული საფრთხე აიცილა თავიდან.

„დიდხანს ვფიქრობდი, ეს ვიდეო ჩამეწერა თუ არა... მინდა მოგიყვეთ, როგორ გადავურჩი კიბოს წინარე
მდგომარეობას. ამ ვიდეოს ვწერ იმიტომ, რომ იქნებ ჩემი გამოცდილება ვინმეს გამოადგეს. გავიკეთე პაპილომა ვირუსის სწრაფი ტესტი (პაპ-ტესტი), რომელიც ჩვენს ქვეყანაში უფასოა და სრულიად უსაფრთხო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არსებობს კიდევ HPV-ტესტი, რომელიც უფრო ზუსტი და უტყუარია. რადგან პაპტესტში საგანგაშო არაფერი ამოვიდა, მაინც გადავწყვიტე მეორე, უფრო ზუსტი ტესტის გაკეთება. სწორედ მაშინ აღმოჩნდა პაპილომა ვირუსის მე-16 შტამი და მესამე ხარისხის დაზიანება. კიბოს წინარე ყველაზე საშიში შტამები სწორედ მე-16 და მე-18
შტამებია“, - ამბობს ემილი გოგუა ვიდეოში.