11 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები და გრაფიკი დეტალურად
1765382152
ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს, სადაც ჯვრის ტარების მნიშვნელობაზე წერს: „კითხვა: რამდენად აუცილებელია ჯვრის ტარება?
პასუხი:
- სად მიუჩინა კაცობრიობამ ადგილი მაცხოვარს?! - ჯვარზე;
- საიდან გამომიტანა გამამართლებელი განაჩენი - „მამაო, მიუტევე, რამეთუ არ იციან რას აკეთებენ“? - ჯვრიდან;
- საიდან დამანახა, რომ ძალიან, ძალიან ვუყვარვარ?! - ჯვრიდან;
- სად გამოჩნდა ჩემი უსინდისობა, რომ საკუთარი თავი დავინახო - ვინ ვარ მე?!
- როცა ღმერთი ჯვარზე ავიყვანე, აქაც ჯვარი...
- სად ჩნდება, რომ მე შემიძლია გავხდე ღმერთის ძმა, სადამდე უნდა ვუერთგულო მას?! - ჯვარი...
და ეს სია შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო... ა.შ და ა.შ…
და რა, არ გავიკეთო ჯვარი?! რატომ არ უნდა გავიკეთო?!
ეს ზნეობრივი მხარე და ახლა მისტიკა
ნახეთ: - ჯვარი ჩვენთვის არის ძალა ღმრთისა(კორ 1:23-24); - ჯვარი არის ქრისტეს ნიშანი(მათე 24:30)
- და ეკლესიის ისტორიული გამოცდილება - ჯვრის როგორ ეშინია ბოროტ ძალას… დამთავრდა! კიდევ გამოვიძიოთ?!“, - წერს თეოდორე გიგნაძე.
ასევე ნახეთ:
როდის ენიშნება არასრულწლოვანს პენსია და ვინ ითვლება მარჩენალდაკარგულად
ქალი მასწავლებელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Android: https://play.google.com/store/apps/details…Telegram არხი: https://t.me/SheniEkim