„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
300 ათას ლარამდე თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, დააფუძნეს საწარმო და განახორციელეს მრავალჯერადი ფიქტიური გადახდები, რის შედეგად ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილ თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.
საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. სავარაუდოდ, უკვე დღეს მათთვის ასევე დაუსწრებლად მოხდება აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრა.