როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომელსაც არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება უჭირს

ბავშვი

ზოგჯერ ბავშვს უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ვერ გაურკვევია, რა უნდა და რა აირჩიოს, რაც მის განწყობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს. "თვითონაც არ იცის, რა უნდა" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ ამ მავშვების მშობლებისგან. წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებითაც ამ ბავშვებს დაეხმარებით.

პირადი მაგალითი

დაიწყეთ უმარტივესი და ეფექტური მეთოდით – გამოიყენეთ პირადი მაგალითი, რათა აჩვენოთ, როგორ მიიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება. ნაბიჯ-ნაბიჯ ილაპარაკეთ ხმამაღლა და გააანალიზეთ ყველა თქვენი აზრი, რათა ბავშვმა შეძლოს თქვენი ქმედებების მკაფიო ლოგიკური ჯაჭვის აღქმა. შემდეგ, აღწერეთ მოვლენების განვითარების თითოეული ვარიანტის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და შეადარეთ ისინი ერთმანეთს. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ ნათლად აჩვენოთ თქვენს შვილს, თუ როგორ მიხვედით კონკრეტულ არჩევანამდე. 

შეამცირეთ ვარიანტები

რაც მეტი არჩევანი გვაქვს, მით უფრო გვიჭირს მისი გაკეთება. ეს ორმაგად რთულია ბავშვებისთვის. ჯერ ერთი, მათ ტვინს ჯერ კიდევ არ შეუძლია ზედმეტი ინფორმაციის დამუშავება. მეორეც, მათთვის განსაკუთრებით რთულია ერთდროულად ბევრის დათმობა. გადაწყვეტილების მიღების სიჩქარის გასაზრდელად შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად წარუდგინოთ თქვენს შვილს მარტივი არჩევანი ყოველდღიურ ცხოვრებაში: „სად უნდა წავიდეთ სასეირნოდ ძაღლთან ერთად - პარკში თუ სათამაშო მოედანზე? ვახშამზე ხორცი მოვამზადოთ თუ თევზი? ჭურჭელს გარეცხავ თუ მტვერს გადაწმენდ?” იმის გაცნობიერება, რომ მას არა მხოლოდ არჩევანის უფლება ეძლევა, არამედ მისი აზრის გათვალისწინებასაც სთხოვენ, ბავშვს თავდაჯერებულობას შემატებს.

პრიორიტეტები

ზოგჯერ ბავშვები ძალიან იბნევიან, როდესაც არჩევანის წინაშე დგებიან. ფაქტია, რომ ისინი ყველა გადაწყვეტილებას აღიქვამენ, როგორც რაღაც უაღრესად მნიშვნელოვანს. აუხსენით თქვენს შვილს, რომ ცხოვრებაში მას მუდმივად მოუწევს რაღაცის გადაწყვეტა. არის რაღაცეები, რაზეც დიდი დროის დახარჯვა არ გჭირდებათ (მაგალითად: რა წაღო სკოლაში საჭმელად). უფრო რთული პრობლემები - რომელი წიგნი წავიკითხოთ შემდეგ - ღირს დაფიქრებად. და კითხვა, თუ რა სპორტი უნდა დაკავდე, საკმაოდ სერიოზულ განხილვას მოითხოვს. ყოველთვის, როცა თქვენი შვილი არჩევანის წინაშე დგება, შეახსენეთ მას მარტივი და რთული გადაწყვეტილებების არსებობა. განაგრძეთ კითხვა...