თელ-ავივში გამართული მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა

თელ-ავივშ

 თელავივში გამართული მორიგი ანტისამთავრობო აქცია პოლიციასთან დაპირისპირებასა და არეულობაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც ქუჩაში გამოსულებმა საავტომობილო მოძრაობა დაბლოკეს და ავტომაგისტრალზე ცეცხლი დაანთეს. პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების გათავისუფლებას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.