1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რუსეთ-უკრაინის ომში სხვა სამხედროებთან ერთად, 3 ქართველია დაღუპული. პირველად მათი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა.
18 მარტის ღამეს რუსეთ-უკრაინის ომში ორი ქართველი დაიღუპა: გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.
დავით რატიანს ოთხი შვილი და მეუღლე დარჩა. გია ბერიაშვილს მეუღლე და ერთი ქალიშვილი.
გარდაცვლილი სამხედროების ამბავს მათი ახლობლები სოციალურ ქსელში ეხმარებიან:
„როგორ დამტოვე მარტო ამ ბოროტ სამყაროში, მე მხოლოდ შენი იმედი მქონდა, ჩემი საყრდენი იყავი. ჩემი გმირი ხარ მა...“
„როგორ გელოდები, ჩემო გია“- წერს გარდაცვლილის მეუღლე.
უკრაინის ომში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აქედან, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი ირპენის მიმართულებაზე გამართულ შეტაკებებში მონაწილეობდნენ. მათი ცხედრების საქართველოში გადმოსვენებას საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს.