2022 წლის გამოცდების განრიგი ცნობილია

გამოცდები

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის გამოცდების განრიგს აქვეყნებს.

კერძოდ, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველები გამოცდის ჩაბარებას 6 ივლისს შეძლებენ.

6 ივლისიდანვე ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესში მასწავლებლები - მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე დარეგისტრირებულთათვის გამოცდები 25 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. მაგისტრობის კანდიდატებისთვის გამოცდა კი 26-27 ივლისსაა დანიშნული.

წაიკითხეთ - ვრცლად