GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

GWP

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ცნობით, დღეს, 7 ივნისს, „ჯივიპი“ ისნის რაიონში, ვაზისუბნის III მ/რ-ს, II კვარტლის N10 კორპუსთან, წყალსადენის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც 7 ივნისს, 21:00 საათიდან 8 ივნისის დილის 09:00 საათამდე გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„დაგეგმილი სამუშაოების ფარგლებში წყალსადენის ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდება, რაც წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ასევე შემდგომში ტექნიკური სამუშაოების ჩატარების დროს შეზღუდვის არეალს შეამცირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 7 ივნისს, 21:00 საათიდან 8 ივნისის დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისანი-სამგორის რაიონში: ვარკეთილის IV მ/რ-ს III კვარტალს, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის დასახლებას, ლეჟავას, პატარიძის, ვაზის, შანდორფ პეტეფის, დავითაიას, აშოტ კურაპალატის, მშველიძის, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, პილსუდსკის, სულაქველიძის, თამარ ღვალაძის, მხტვრების, ანჩაბეთის, კვიპაროსი, სმუსხელიშვილის ქუჩებს და წულუკიძის III-IV შესახვევებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.