ქაღალდის დეფიციტის გამო რუსეთში შესაძლოა ეროვნული გამოცდები გაუქმდეს

რუსეთი

ქაღალდის დეფიციტის გამო რუსეთში შესაძლოა გამოსაშვები გამოცდები გაუქმდეს.

ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები წერენ.


„2022 წელს [რუსეთში] ერთიანი სახელმწიფო გამოცდა ნებაყოფლობითი უნდა იყოს, რადგან ქვეყანაში არ არის საკმარისი საოფისე ქაღალდი“.

ეს განცხადება პარტია „სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის“ ლიდერმა სერგეი მირონოვმა გააკეთა. მისი თქმით, „დაძაბულობის ხარისხის შემცირების მიზნით“, უნივერსიტეტებში შესვლის კამპანია შეიძლება განხორციელდეს ჩვეულებრივი გამოცდების შედეგების საფუძველზე.

„საოფისე ქაღალდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს გამოცდების ჩაშლა და ამის შემდეგ, გაართულოს კურსდამთავრებულთა მიღება უნივერსიტეტებში. „დაძაბულობის ხარისხის“ შესამცირებლად, გთავაზობთ, რომ გამოცდა წელს ნებაყოფლობითი იყოს და ჩავატაროთ მისაღები კამპანია რეგულარული გამოცდების შედეგების საფუძველზე“, - დაწერა მირონოვმა ტელეგრამის არხზე.

პოლიტიკოსის თქმით, თუ გამოცდა არ გაუქმდება, მაშინ დაბებისა და სოფლების კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტებში შესვლის პრობლემა შეიძლება შეექმნათ. მან აღნიშნა, რომ რეგიონულ ხელისუფლებას არ შეუძლია შეიძინოს ქაღალდი „ზღაპრული ფასებით“, რომელიც 1800 რუბლს აღწევს 500 ფურცლის შეფუთვაზე. ასეთ პირობებში, „განსაკუთრებით მზაკვარი ჩინოვნიკები“, მასწავლებლებისგან, ქაღალდის საკუთარი ფულით შეძენას მოითხოვენ“,- თქვა მირონოვმა.

„ეს არის ერთიანი სახელმწიფო გამოცდის ღირებულება. არანაირი ქაღალდი - არანაირი გამოცდა. რამდენიმე კვირის წინ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, ქვეყნის (რუსეთის) ზოგიერთ დიდ რეგიონში, ქაღალდის უეცარი დეფიციტის გამო, რუსული ტესტირების სამუშაოების წერა ჩავარდა“, - თქვა მირონოვმა.