1751744974
როდის უნდა მოინათლოს ახალშობილი?

როდის უნდა მოინათლოს ახალშობილი? ამ საკითხზე მღვდელი თეოდორე გიგნაძე საუბრობს.
„ახალშობილს ტრადიციულად ნათლავენ მე-40 დღეს, ხოლო ბავშვის უძლურებასა და ავადმყოფობის (სასიცოცხლო ჩვენებით) შემთხვევაში - რაც შეიძლება მალე.
ძალზე სცოდავენ მშობლები, რომლებსაც სურთ რა დიდი წვეულების გამართვა, შეგნებულად არ ნათლავენ ბავშვებს. ამით საკუთარ შვილებს უფალთან მისვლის საშუალებას უსპობენ და არ აძლევენ რა მათ სულიერ საკვებს, შვილთა მკვლელებად წარსდგებიან ღვთის წინაშე.