ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა, დროებით დახურეს ჟეშუვისა და ლუბლინის აეროპორტები.
ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 08:00 საათზე პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რომელიც ძირითადად დასავლეთ რეგიონებისკენ იყო მიმართული, პოლონეთმა საჰაერო ავიაცია აამოქმედა.
საჰაერო განგაში გამოცხადდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის უკრაინის საზღვართან მდებარე პშემიშლსა და ჟეშუვში, ასევე ლუბლინში. უსაფრთხოების ზომების ფარგლებში დროებით შეჩერდა ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტების მუშაობაც.
ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 80 დრონი გაუშვა.