ადიგენში მეწყერი ჩამოწვა - რა ვითარებაა ადგილზე
1784830963
ერთიანი ეროვნული გამოცდების ძირითადი სესიები დასასრულს უახლოვდება. საგამოცდო პროცესს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, თამარ მემანიშვილი, გადაცემაში "იმედის დღე" აჯამებს. ის ასევე საუბრობს იმაზეც, თუ როდიდან გამოქვეყნდება გამოცდების პირველადი შედეგები და რა ეტაპზეა ნაშრომების გასწორების პროცესი:
„წელს აბიტურიენტთა სიმრავლიდან გამომდინარე, შესამოწმებელი ნაშრომების რაოდენობაც დიდია. თუმცა, გასწორების პროცესი ოპერატიულად იწყება. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის დასრულებისთანავე, ნაშრომები ცენტრში შეგროვდა და გამსწორებლებმა მუშაობა მეორე-მესამე დღესვე დაიწყეს. დღეს დასრულებული საგნების გასწორებაც პარალელურ რეჟიმში დაიწყება. ივლისის ბოლოს გამოვაქვეყნებთ ზუსტ თარიღს, თუ როდის აისახება პირველადი შედეგები ჩვენს ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე. აგვისტოს დასაწყისიდან შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება - ჯერ ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო შემდგომ სხვა საგნების. აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, პირადი ნომრისა და SMS-ით მიღებული კოდის მეშვეობით, ვებგვერდზე (online.naec.ge) იხილონ არა მხოლოდ ქულები, არამედ საკუთარი ნაშრომებიც".