გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

გაზი

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადება ავრცელებს.

„წალენჯიხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, აღნიშნულ კვანძზე მოეწყო მრიცხველი აღრიცხვის მეორე ხაზზე, ხოლო პირველ ხაზზე დამონტაჟდა ონკანი.

სადგურის გაზმომამარაგება აღდგენილია და შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.