ადიგენში მეწყერი ჩამოწვა - რა ვითარებაა ადგილზე

მეწყერი ადიგენში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ავტომობილები დააზიანა. როგორც ადგილობრივები წერენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ინფორმაციასა და კადრებს ადგილობრივი მედია TOK2Region ავრცელებს.