სროლა ბათუმში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე

სროლა ბათუმში

ცოტა ხნის წინ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. 

როგორც თვითმხილველები ადგილობრივ მედიასთან ჰყვებიან, დაჭრილია 31 წლის კაცი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. 

მათივე თქმით, ახალგაზრდას ამ დროისთვის დაუდგენელმა პირმა, რომელიც მოპედით გადაადგილდებოდა, რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა.

შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

დაჭრილის მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.

„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.