სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლომ 2 თასი ლარით დააჯარიმა

მაჩალიკაშვილი

თელავის რაიონულმა სასამართლომ სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილი სამართალდამრღვევად ცნო.

იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა. სასამართლო პროცესს მალხაზ მაჩალიკაშვილიც ესწრებოდა.

შსს-ს იურისტის, ანდრო გურულის განცხადებით, მაჩალიკაშვილმა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან სასამართლო პროცესზე მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა აღიარა.