როდის გამოიდარებს საქართველოში

ამინდი

საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. გარდა რეგიონებისა, დღეს დილით თბილისშიც გათოვდა, რაც შემდეგ წვიმამ ჩაანაცვლა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 11 მარტის ჩათვლით ქვეყანაში მოსალოდნელია ცივი და ნალექიანი ამინდი, მთიან რეგიონებში ძლიერი თოვა.

საქართველოს მთელი ტერიტორია ცივ ჰაერის მასაშია, ღამით ცალკეულ რაიონებში ყინვები გაძლიერდება.  უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში თოვლჭყაპი იქნება. მთიან და მაღალმთიან რაიონებში უმეტესად - თოვა.

11 მარტიდან ტემპერატურის მაქსიმალური მატება მოსალოდნელი არ არის. დაბლობსა და ბარში მაქსიმალურ, +10 გრადუსამდე შესაძლოა მერყეობდეს. მთებში +4;+6 მაღალმთაში -1;+4.

ჩრდ. მაღალმთიანეთში: გუდაური, კობის მიდამოებში, შესაძლოა, დღის მაქსიმალური -3; -4 გრადუსიც იყოს. ინტენსივობა 12 მარტს შესუსტდება, მაგრამ ისეთი მკვეთრი, რომ ტემპერატურამ მოიმატოს, მოსალოდნელი არ არის. დასავლეთში 13 მარტიდან ყინვების მომატებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. იწვიმებს, შემოგარენში იქნება თოვლჭყაპი. ხვალ შესაძლოა, ნალექი შეწყდეს, თუმცა ქარი გაძლიერდება. ტემპერატურა +6,;+7 გრადუსამდე მოიმატებს.

11 მარტს როგორც მთელ საქართველოში, დედაქალაქშიც იწვიმებს. 12-ში ცივი ქარი გაძლიერდება, ტემპერატურა ვერ მოიმატებს, თუმცა, ნალექი შეწყდება“, - განაცხადა გვაზავამ „პრაიმტაიმთან“.